„ქართული ოცნებისთვისაც“ სჯობს, როდესაც შემდეგი ხელისუფლება მოვა, არ მოექცნენ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან - მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 13:41 | 25.11.2022
ნანახია: 247

უნდა დავასრულოთ ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კლავს ან იჭერს წინა ხელისუფლებას, „ქართული ოცნებისთვისაც“ სჯობს, როდესაც შემდეგი ხელისუფლება მოვა, არ მოექცნენ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხს ჰუმანიტარული კუთხით უნდა შევხედოთ.

„ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური საკითხი არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან. 21-ე საუკუნეში არც ერთ ქვეყანაში არ კლავენ პრეზიდენტს იმის გამო, რომ ვერ იღებს შესაბამის სამედიცინო სერვისს. ეს საკითხი არ არის მარტივი საკითხი და უკავშირდება ჩვენს მომავალს, რომ საქართველო შედგეს, როგორც სახელმწიფო. დავასრულებთ იმ მძიმე ტრაგედიათა ციკლს, რაც დაკავშირებულია პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან. უნდა დავასრულოთ ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კლავს ან იჭერს წინა ხელისუფლებას. „ქართული ოცნებისთვისაც“ სჯობს, რომ, როდესაც შემდეგი ხელისუფლება მოვა, არ მოექცნენ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე