ქუთაისში 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:35 | 24.11.2022
ნანახია: 457

ქუთაისში 65 წლამდე ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებებით კლინიკაში გარდაიცვალა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა.

ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა ანალიზში აღარ გამოვლინდა.

ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი თქვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე