თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 04.03.2016
ნანახია: 1743

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გიორგი მიქაუტაძეს იუსტიციის უმაღლესის საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

გიორგი მიქაუტაძე ამ დრომდე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 22 თებერვალს, მას შემდეგ გახდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე