ვინც თავს ესხმის არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - პაპუაშვილი კრამერზე

საქართველო, თბილისი - 19:49 | 22.11.2022
ნანახია: 323

ვინც თავს ესხმის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა "ფორმულას" ეთერში თქვა, რომ „ამჟამად, სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის“.

„ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე. ვინც თავს ესხმის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, ესაა აქსიომა. შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ მთელ მდგომარეობას. თუ დავაკვირდებით, საინტერესოა, როგორ წარმოიშვა ქართულ სინამდვილეში ტერმინი „ოლიგარქია“, როგორ განვითარდა, რა ინტერესები იდგა ამის უკან, რომ მომხდარიყო კლიშირება ამა თუ იმ ადამიანისა. ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ განხორციელებულიყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე