ხარაგაულში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 19:43 | 22.11.2022
ნანახია: 119

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულში რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი ქუჩაში დაჭრეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ავტომობილში ჩაჯდა და ადგილიდან წასვლას ცდილობდა, მაგრამ ავტომობილში დაიღუპა.

დაჭრილია კიდევ ერთი, 40 წლამდე ასაკის პირი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე