ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 21:10 | 20.11.2022
ნანახია: 298

ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე 14 წლის ბიჭი მოკლეს. ჭრილობები მას, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

არასრულწლოვანი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე