"რუსთავის აზოტში" ხარაჩო ჩამოინგრა - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 18.11.2022
ნანახია: 454

რუსთავში, საწარმო "რუსთავის აზოტში" უბედური შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო "ინფო რუსთავი"ავრცელებს.

 სააგენტოს ცნობით, საწარმოში ხარაჩო ჩამოინგრა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ორი დაშავებული კი ცენტრალურ საავადმყოფში გადაიყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე