„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ “გუდვილის“ მიმდებარედ გადაუდებელი სამუშაოები უკვე დაასრულა - მიმდინარეობს წყალმომარაგების აღდგენის პროცესი

საქართველო, თბილისი - 13:19 | 03.03.2016
ნანახია: 1506

ჰიპერმარკეტ “გუდვილის” სიახლოვეს, 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე, ავარიულად დაზიანდა. მომხდარზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მხრიდან რეაგირება მყისიერად მოხდა - ტექნიკურმა ბრიგადებმა მაგისტრალური მილის წყლისგან დასაცლელად სამუშაოების ჩატარება დაუყოვნებლივ დაიწყეს. ურთულესი დაზიანება მოკლე დროში იქნა ლიკვიდირებული. წყალმომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე