სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

საქართველო, თბილისი - 00:50 | 13.11.2022
ნანახია: 556

12 ნოემბერს ალჟირში ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სანდრო ბაზაძე გახდა.

სანდრომ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა, შემდეგ მან იტალიელ მიკელე გალოსაც იგივე ანგარიშით სძლია. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ბაზაძე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. ქართველმა მოფარიკავემ მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა.

ნახევარფინალში სანდრო ბაზაძე ეგვიპტელ ზიად​ ელსისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელი ლუიჯი სამელეს ასევე 15:13 სძლია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე