საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაი 34:18 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 20:26 | 06.11.2022
ნანახია: 533

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, „დინამო არენაზე“, ნოემბერის ტესტების პირველი მატჩი გამართა ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ და 34:18 მოიგო.

ქართველებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს – გორგაძის (3) და პაპიძის (1) ლელოები აბჟანდაძემ შედეგიანად გარდასახა, რასაც მისივე ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მოჰყვა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 12 ნოემბერს ისევ თბილისში, „დინამო არენზე“ გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე სამოას ნაკრები იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე