დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისის ქუჩაში ქართველებსა და საქართველოს აგინებდა

საქართველო, თბილისი - 18:26 | 06.11.2022
ნანახია: 476

დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქართველებსა და საქართველოს აგინებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიას უთხრეს, რომ პოლიციამ კაცს არაერთხელ მოუწოდა, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, თუმცა ის მოთხოვნას არ დაემორჩილა. მათივე ცნობით, კაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გუშინ, 5 ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კაცი საქართველოსა და ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე