20 წლის ბიჭი მე-4 სართულიდან გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 02.03.2016
ნანახია: 1822

უბედური შემთხვევა ბათუმში - ახალგაზრდა მამაკაცი მე-4 სართულიდან გადმოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას tv25 ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, 20 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

დაშავებული ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე