რუსთავში დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 29.10.2022
ნანახია: 354

რუსთავში დედას და 2 მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 28 ოქტომბერს მოხდა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

ქალი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ მსუბუქი მანქანა დაეჯახა - თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ფეხი აქვს მოტეხილი.  

"ჩვენ რომ მოვედით, აქ გოგონა იწვა, ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ღია ჭრილობა ჰქონდა. უფროს ბავშვს თავი სტკიოდა. კაცმა თქვა, პატარა დაბლა იყო, ამოვიყვანე და მასაჟი გავუკეთეო, ცხვირი აქვს გატეხილი". - ამბობს თვითმხილველი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე