საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ფემილი 2022“-მა მზის პანელები დაამონტაჟა
საქართველო, თბილისი - 13:16 | 28.10.2022 ნანახია: 796
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, საყოფაცხოვრებო პროდუქციის საწყობმა „ფემილი 2022“-მა კომპანია „ჯეო ენერჯის“ დახმარებით მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია სრულად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდა.
„ჩვენ საქართველოს ბანკთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით შევძელით გავმხდარიყავით ეკომეგბრული კომპანია და „ჯეო ენერჯისთან“ თანამშრომლობით 119.76 კვტ სიმძლავრის მზის სადგურებიც დავამონტაჟეთ. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 130 000 კვტ-ს შეადგენს. ინვესტიციის უკუგების პერიოდი დაახლოებით 5 წელია. მზის სადგურის მიერ მიღებული ელექტროენერგია წლიურად 75 ტონა ნახშირორჟანგს შეამცირებს და 105 ხის დარგვას გაუტოლდება. ეს მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს გადასახადს და მოგვცემს შესაძლებლობას, დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ. ჩვენ კმაყოფილები ვართ შესრულებული სამუშაოებით. რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა „ფემილი 2022“-ის ფინანსურმა დირექტორმა, ლაშა ლომიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















