რუსთავში დაიღუპა 4 წლის ბავშვი, რომელსაც ავტობუსი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 28.10.2022
ნანახია: 294

რუსთავში დაიღუპა 4 წლის ბავშვი, რომელსაც მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 27 ოქტომბერს მოხდა. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს. 

"უბედური შემთხვევის შედეგად შემოიყვანე სპაციენტი, რომელსაც არცერთი სასიცოცხლო ნიშანი არ ჰქონდა", - ამბობს ექიმი "ინფორუსთავთან" ინტერვიუში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე