თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 28.10.2022
ნანახია: 303

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“ მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა სასტუმროს ერთ-ერთი ნომერი დაჯავშნა, სადაც ხელყუმბარა ააფეთქა. აფეთქების შედეგად, მან დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე