საქართველოს პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 02.03.2016
ნანახია: 1592

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერასასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ" განკარგულებას. მედიისათვის გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიისთავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით,  სულ შეწყალებულია 155 მსჯავრდებული, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა შეწყალების მორიგი აქტი, რომლის შესაბამისად შეწყალებულია 155 მსჯავდებული, რომელთაგან 105 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლებულია და ისინი დღეს დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას. 50 მსჯავრდებულის, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის და ერთი ქალბატონის სასჯელი კი შემცირებულია სხვადასხვა ფორმით.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო შეწყალების საქმეთა კომისიის 21-23 თებერვლის სხდომის შედეგად ჩამოყალიბებული რეკომენდაციების საფუძველზე. ამ სხდომაზე კომისიამ განიხილა 1178 პირის საქმე და დადებითი რეკომენდაციები წარუდგინა პრეზიდენტს", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე