ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ 9 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 18:08 | 18.10.2022
ნანახია: 320

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა.

ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ჩ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე