სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველო, თბილისი - 15:16 | 01.03.2016
ნანახია: 1498

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩავლეშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა.

სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას აგრო-ბიზნესის მენეჯმენტსა და სხვა საგანმანათლებლო მიმართულებებში; სააგენტოში სტუდენტთა სტაჟირებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბებას. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე