„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით 35 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
საქართველო, თბილისი - 15:09 | 10.10.2022 ნანახია: 751
10 ოქტომბერი, 2022- „საქართველოს უძრავმა ქონებამ“ (m2-ის მფლობელი კომპანია) წარმატებით გამოუშვა და განათავსა 35 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები. აღნიშნული ტრანზაქცია „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ - რიგით მეშვიდე, „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და თიბისი კაპიტალისთვის კი, პირველი ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და “გალტ & თაგარტის” რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა ადგილობრივ ბაზარზე.
პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში წარმატებით შესრულებული განთავსება „საქართველოს უძრავი ქონების“ სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და კომპანიის მიმართ დადებით მოლოდინებზე მიუთითებს.
აღნიშნული ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს. დაფარვის ვადა 2 წელია და ის 2024 წლის 7 ოქტომბერს დასრულდება. ტრანზაქციის განთავსების აგენტები „გალტ & თაგარტი“ და „თიბისი კაპიტალი“ არიან.
„მოხარული ვართ, რომ “საქართველოს უძრავმა ქონებამ“ ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს წარმატება ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ პროფესიონალიზმზე მეტყველებს“, - განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა, გურამ ახვლედიანმა.
„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს უძრავი ქონების“ ობლიგაციების განთავსებაში. მორიგი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს უძრავი ქონების“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო “გალტ & თაგარტის” მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს, როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან” , - განაცხადა “გალტ & თაგარტის” მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს უძრავ ქონებასთან“ ერთად, პირველი ერთობლივი ემისია წარმატებით განვახორციელეთ და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში შევუწყეთ ხელი, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებაში აქტიურად ვართ ჩართული, რითიც ხელს ვუწყობთ, რომ საქართველო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს“, - განაცხადა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















