ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 17:33 | 09.10.2022
ნანახია: 541

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 73კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი დღეს ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბელგიელ მატიას კასეს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში ულამაზესი გდებით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების წევრები, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (ორივე კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) ჩემპიონატზე მომდევნო დღეებში იასპარეზებენ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე