თბილისში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:57 | 03.10.2022
ნანახია: 288

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული თ.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1991 წელს დაბადებული ლ.ჭ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე