შოთა არველაძემ „ჰალ სიტი“ დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 30.09.2022
ნანახია: 463

ინგლისის პრემიერშიფის მე-11 ტურში „ლუთონ თაუნთან“ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე „ჰალ სიტის“ და შოთა არველაძის გზები გაიყო. ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ჰალ სიტი“ ადასტურებს, რომ დავშორდით მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს. იგი მთავარი მწვრთნელის პოსტზე იანვარში დაინიშნა. ლიგაში მე-19 ადგილი დაიკავა და „ვეფხვებს“ ჩემპიონშიფში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კლუბს მენეჯერის თანაშემწე პიტერ ვან დერ ვენიც დატოვებს. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე არველაძის მოვალეობას ენდი დოუსონი შეასრულებს. კლუბში ყველა მადლობას უხადის შოთას გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში“, – წერია „ჰალ სიტის“ განცხადებაში.

10 ტურის შემდეგ „ჰალს“ 11 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-20 ადგილზეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე