საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორის ცენტრში სავაჭრო ცენტრი გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 11:11 | 26.09.2022 ნანახია: 1790
საქართველოს ბანკი რეგიონებში პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ვაკა თრეიდი“ გორის ცენტრში გეგმავს გახსნას სავაჭრო ცენტრი. შენობა 4 სართულზეა განთავსებული და მოიცავს სურსათის მაღაზიებსა და ფინანსური მომსახურების სივრცეს, ქართული და სწრაფი კვების სამი სახის რესტორანსა და ღია სივრცეს. ასევე, სათამაშოების, ტანსაცმლისა და პარფიუმერიის მაღაზიებს. მათ შორისაა ტერასაც. პროექტის ჯამური ღირებულება 8 მლნ ლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 2 მლნ ლარია.
„სავაჭრო ცენტრის მისიაა, შექმნას ქალაქ გორში მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი, სადაც არა მხოლოდ უცხოელ, არამედ ადგილობრივ სტუმრებსაც ექნებათ შესაძლებლობა, იშოპინგონ ან გამართონ საქმიანი შეხვედრები. ასევე, სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. სავაჭრო ცენტრის ფართობი 5 000 კვ.მ-მდეა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ბრენდული მაღაზიების წარმომადგენელებთან“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშვილმა.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გვერდში დავუდგეთ ისეთ ბიზნესს, რომელიც არ ჩერდება და მუდამ განვითარებაზე ფიქრობს. გორში სავაჭრო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















