ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 23.09.2022
ნანახია: 482

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. ერთმანეთს შეეჯახა ტურისტული მიკროავტობუსი და ტრაილერი.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები უცხოეთის მოქალაქეები არიან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე