ტყიბულში მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს

საქართველო, თბილისი - 10:17 | 01.03.2016
ნანახია: 1542

16 დღიანი გაფიცვის შემდეგ, ტყიბულში კომპანია საქნახშირში დასაქმებული მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. დღეს დილიდან მეშახტეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. 

უცნობია თუ რა შეთანხმება შედგა მეშახტეებსა და საქნახშირის მფლობელ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს შორის. 

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მეშახტეების გაფიცვა. ისინი ხელფასების 40% გაზრდას ითხოვდნენ.  


სამართალი