ოზურგეთში 23 წლის კაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 16:15 | 11.09.2022
ნანახია: 337

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ანასეულის გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ 23 წლის ახალგაზრდას 10-მდე ტყვია ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე