დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 19:07 | 08.09.2022
ნანახია: 336

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაშავებული ჩვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია "პირველი" იაშვილის კლინიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩვილი ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

დიდი დიღომში აფეთქება პირველ სექტემბერს გამთენიისას მოხდა.  მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. 

ჩვილის დედა, 30 წლამდე ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. 

დედა-შვილი ნიგერიის მოქალაქეები არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე