საქართველოს ბანკის ბარათზე ვადიანი სამგზავრო ბარათის მიბმა მობილბანკით იქნება შესაძლებელი
საქართველო, თბილისი - 17:27 | 26.08.2022 ნანახია: 757
საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს კომფორტული სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას. ამჯერად ბანკი მომხმარებლისთვის ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენას და მის საქართველოს ბანკის პლასტიკურ/ციფრულ ბარათზე მიბმას ხდის შესაძლებელს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს ბანკის მომხმარებლები შეძლებენ მობილბანკში ისარგებლონ ვადიანი სამგზავრო ბარათის ფუნქციონალით. ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსითა და საბაგიროთი (უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო) მგზავრობისას მომხმარებელს ვადიანი სამგზავრო ბარათის ტარება აღარ დასჭირდება. მობილბანკიდან მისი შეძენისა და საბანკო ბარათზე მიბმის გარდა, ბარათის მარტივად მართვაც იქნება შესაძლებელი. მაგალითად, მომხმარებელი ბარათის გამოყენების მეთოდის და ბარათის ცვლილებასაც განახორციელებს. ასევე, შეძლებს ნახოს ბარათის ვადა, შეცვალოს საბანკო ბარათი, რომელზეც სამგზავრო ბარათია მიბმული და სხვა.
ვადიანი სამგზავრო ბარათის აქტივაცია ხდება ყიდვის მომენტიდან. მისი ყიდვა/მართვა შესაძლებელია გადახდის მოდულიდან და მეტი მენიუდან. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი იყიდის სატრანსპორტო აბონემენტს, მას ბარათი პოპულარული გადახდების სექციაშიც გამოუჩნდება.
„საქართველოს ბანკის და ვადიანი სამგზავრო ბარათების ინტეგრირების უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათის ტარება არ დასჭირდება, რადგან ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის საბანკო ბარათზე მიბმას შეძლებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელს სწორედ ის სერვისი და პროდუქტი, იმ სივრცეში შევთავაზოთ, რომელიც მისთვის კიდევ უფრო კომფორტული იქნება “, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















