ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 19.08.2022
ნანახია: 431

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.17 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7908 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.73 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8084 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე