სოფელ მაწიმში 19 წლის გოგონამ თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 29.02.2016
ნანახია: 1563

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმში, 19 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. ცხედარი ნათესავის ბინაში იპოვეს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ევა ლომთაძის თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

„გარდაცვლილი თბილისში მუშაობდა და სოფელში ოჯახის წევრების სანახავად იყო ჩამოსული. ნათესავის ბინაში უნახავთ გარდაცვლილი. უნიჭიერესი ბავშვი იყო. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ევა ლომთაძემ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე