ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 09:33 | 30.09.2015
ნანახია: 1992

დღეს, 30 სექტემბერს, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის არსებითი განხილვა. ბრალდებულთა ადვოკატების ვარაუდით, პროკურატურა დღევანდელ პროცესზე დაასრულებს მოწმეთა დაკითხვას, რის შემდეგაც დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა დაიწყება.

დაცვის მხარის შეფასებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მკვლელობის ბრალდებით ყოფილ მაღალჩინოსანთა დანაშაულს დაადასტურებს. ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის თქმით, მოწმეები ადასტურებენ დაკავებულთა ბრალეულობას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე