აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი, ის უკრაინაა - ირინა ვერეშჩუკი

საქართველო, თბილისი - 20:00 | 09.08.2022
ნანახია: 382

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ნოვოფედროვოკასთან სამხედრო ბაზაზე აფეთქებებს ეხმიანება უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი.

"დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები. და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, ვისია ყირიმი. იმიტომ რომ ის უკრაინაა" - წერს ვერეშჩუკი ტელეგრამის არხზე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ანექსირებულ ყირიმში, ნოვოფედროვოკასთან სამხედრო ბაზაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბაზაზე საბრძოლო მასალები აფეთქდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

სამხედრო ბაზა და აეროდრომი, რომელიც ნოვოფედროვოკასთან მდებარეობს, ყირიმში რუსული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

იქ განლაგებულია რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, რომელიც ძირითადად შედგება Su-30SM, Su-33 თვითმფრინავებისა და Su-24M ბომბდამშენებისგან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე