კლინიკის დირექტორის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ექიმს პატიმრობა შეეფარდა
საქართველო, თბილისი - 15:38 | 08.08.2022 ნანახია: 875
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ექიმ თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. ადვოკატი 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
წინასასამართლო სხდომა 20 სექტემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრალდებულ ბეჟანიძის განცხადებით, თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა კლინიკის დირექტორის, გიორგი გალდავას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
„დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ მან მიბიძგა დანაშაულისკენ. მოკვლის მცდელობა არ მქონია, შეშინება მინდოდა. გავისროლე, ადგა და მხარში მოხვდა. მეტრანახევარში ვიყავი და არ ავაცილებდი, განზრახ რომ მქონოდა მოკვლა დაგეგმილი. შემთხვევით მოხდა. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა. კონდიციონერის პულტი არ მივეცი. ჩემი და მისი ბიჭი მეგობრები არიან. 30 წელია, ერთად ვმუშაობდით. კონდიციონერი ჩემი ნაყიდი იყო, გადამიყვანა სხვა კაბინეტში. ოთხი კაბინეტი შემიცვალა, მეორედ ვიყიდე კონდიციონერი. რომ გადამიყვანა, მითხრა, ახალ კონდიციონერს დაგიდგამო. ორი ახალგაზრდა ექიმი შეასახლა. ჩვენ ორნი აღმოსავლეთის მხარეს გადაგვიყვანა, სადაც საშინელი სიცხეა. მე ვუთხარი დაცვას, რომელიც მან გამოაგზავნა, პულტს ვერ მივცემ, ვიდრე კონდიციონერი ჩემს ოთახში არ იქნება. გაბრაზებულმა იურისტს დაავალა, ბრძანება დაეწერა გათავისუფლებაზე. ცუდად გავხდი, რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. იარაღს სახლში არ ვტოვებდი. შვილიშვილები მყავს და სამსახურში კაბინეტში ვინახავდი. ამოვიღე, ავალ, შევაშინებ, იქნებ აღმადგინოს სამსახურში-მეთქი და შენ მემუქრებიო. გავისროლე, ადგა და გაკრა მარჯვენა მხარზე. განზრახ მკვლელობის გეგმა არ მქონია. იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე. მან მიბიძგა დანაშაულისკენ. დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ არა იმ კვალიფიკაციით, რაც მაქვს წარდგენილი. იარაღი გავჭედე, სისხლი რომ დავინახე. დამცველით ჩავკეტე, რომ მეორე გასროლა არ ყოფილიყო“, – განაცხადა თეიმურაზ ბეჟანიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
5 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ "კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" ("კანვენის") ექიმმა კლინიკის დირექტორი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















