ილია მეორე: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს

საქართველო, თბილისი - 10:17 | 29.02.2016
ნანახია: 2940

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა.

პატრიარქის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მალე გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა აქვე მთავარ პრობლემად დაკარგულ ტერიტორიებს ასახელებს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს მალე მოხდება. ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნის დიდი ტკივილია,“- განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქის განცხადებით, ქვეყნის სუვერენიტეტზე ვლადიმერ პუტინთანაც ჰქონდა საუბარი და ამბობს, რომ ეს პრობლემა გადაუჭრელი არ უნდა დარჩეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ საქართველო მალე უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამასთან ერთად, ხოსე მანუელ გარსია მარგაომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე