რუსთავში კორპუსის მე-4 სართულიდან კაცი გადავარდა და გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 08.08.2022
ნანახია: 453

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში მე-4 სართულიდან 40 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა, ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით,  მამაკაცი, რომელიც მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ირმა სულაქველიძემ განაცხადა, რომ მამაკაცი მათთან გაჩერებული გულით შეიყვანეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები კლინიკაში განაგრძეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე