ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველო, თბილისი - 21:55 | 07.08.2022
ნანახია: 296

ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ოსკაროსანი ჯესიკა ჩესტეინი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი კადრები ზელენსკის "ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნდა. მანამდე მედია იუწყებოდა, რომ მსახიობი უკრაინაში ჩავიდა.

"ჯესიკა ჩესტეინი დღეს უკრაინაშია. ჩვენთვის ესოდენ ცნობილი ადამიანების ვიზიტები ძალიან ღირებულია. ამის წყალობით მსოფლიო კიდევ უფრო გაიგებს, გაიგებს და გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. გმადლობ მხარდაჭერისთვის!" - დაწერა ზელენსკიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე