როგორ გამოვიყენოთ ბავშვის სავარძელი ავტომობილში?
საქართველო, თბილისი - 15:46 | 29.07.2022 ნანახია: 661
თბილისის ქუჩები ახალი, ფერადი საგზაო ნიშნებით აჭრელდა. საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლების მიზნით "თეგეტა ჰოლდინგმა" ახალი კამპანია წამოიწყო. კომპანია საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას აგრძელებს და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს კარგად ნაცნობ, თუმცა დაუწერელ კანონებს ილუსტრაციების სახით ახსენებს.
კამპანიის ფარგლებში "ჰოლი მოტორსის" დიზაინერების დახმარებით 20 ახალი საგზაო ნიშანი შეიქმნა. ერთ-ერთი სწორედ ბავშვის სავარძლის გამოყენების აუცილებლობას ეხება. სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში ავტო საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 450-მდე ადამიანი იღუპება, 7700-ზე მეტი კი მძიმე ტრავმას იღებს, მათ შორის ხშირად მცირეწლოვანი ბავშვები ან მოზარდები არიან, მიზეზი კი ძირითადად ავტომობილში ბავშვის სამგზავრო სავარძლის არ არსებობა ან არასწორად დამონტაჟება ხდება. ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, საგზაო მოძრაობის კულტურის ამაღლების მნიშვნელობასა და ბავშვის სამგზავრო სავარძლის აუცილებლობაზე გვესაუბრება.
"დიდი სიამოვნებით ვუერთდები „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას. ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ გვაქვს კანონები, გვაქვს აღსრულების მექანიზმები, მაგრამ იმის გამო, რომ საზოგადოების ცნობიერება არ არის სათანადო დონეზე საგზაო შემთხვევები მრავლად ხდება. საქართველოში კანონით მძღოლის გვერდით 12 წლამდე ბავშვის დასმა აკრძალულია, თუმცა უკანა სავარძელზე ბავშვის უსაფრთხოება რა პრინციპით უნდა უზრუნველვყოთ ეს მკაფიოდ არ არის გაწერილი კანონში. შესაბამისად, კანონის მიხედვით ჩვენი ბავშვები არ არიან დაცულები, მაგრამ მშობლებს მეტი სიფრთხილე გვმართებს. ბავშვის სამგზავრო სავარძელი მეორადი დაცვის მექანიზმია. მაშინ, როცა ავტო ავარია ხდება და ბავშვი განთავსებულია მისი ზომის სავარძელში, სათანადოდ შეკრული აქვს ღვედი და სავარძელი სწორად არის დამაგრებული, 80%-იან დაცვას უზრუნველყოფს. როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, პირველი კითხვა ჩნდება ფასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ძალიან ბევრი საშუალო ბრენდის სავარძელია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იცავს ბავშვს და ხელმისაწვდომიც არის ყველასთვის, ვისაც ავტომობილის უზრუნველყოფა შეუძლია."
გარდა იმისა, რომ ბავშვის ტრანსპორტირებისას მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობა სწორად შერჩეული სამგზავრო სავარძელია, ასევე მნიშვნელოვანია თუ რამდენად სწორად არის დამონტაჟებული ის მანქანაში. ავტო ავარიის შემთხვევაში არასწორად ჩამაგრებული სავარძელი შესაძლოა მეტად საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.
„ყველა სავარძელს მოჰყვება წიგნი, სადაც კარგად არის ნაჩვენები ინსტრუქცია, როგორ დაამაგრონ მანქანაში სწორად. ასევე სავარძელზე განთავსებულია იარლიყი, სადაც წერია რა წონის ბავშვისთვის არის გათვლილი. არის უნივერსალური სავარძლებიც, რომლებიც ტრანსფორმირდება და მთელი ბავშვობის პერიოდში ყოფნის მოზარდს. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვი უნდა იჯდეს საბავშვო სამგზავრო სავარძელში. ჩვილს და პატარა ბავშვს ზურგიანი სავარძელი ესაჭიროება, მაგრამ 7 წლიდან ე.წ. ბუსტერი გამოიყენება, რომელიც უზურგო, ასამაღლებელი სავარძელია და უზრუნველყოფს, რომ ბავშვს ღვედი მხარზე ჰქონდეს გადაკრული და არა კისერზე. კონსულტანტები უკეთ ურჩევენ მშობლებს, ბავშვის წონის და ასაკის მიხედვით, როგორ სავარძელს საჭიროებს და როგორ უნდა მოათავსონ ავტომობილში“ - ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე.
საგზაო მოძრაობის კულტურასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა ეკა ლალიაშვილის თქმით, გაეროს მეორე მოქმედების დეკადის მთავარი მიზანია.
„2022-2030 წლებში მნიშვნელოვანია ზუსტად ასეთი კამპანიები, ახალი კანონმდებლობები, ინვესტირება საგზაო უსაფრთხოების სფეროში, უსაფრთხო ინფრასტრუქტურისთვის, უსაფრთხო და გამართული ტრანსპორტისთვის, ადამიანის ქცევის უკეთესობისკენ შეცვლისთვის. აუცილებელია მულტისექტორული ჩართულობა და ზიარი პასუხისმგებლობა. საზოგადოების კერძო და სამოქალაქო თანამშრომლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - 50%-ით უნდა შემცირდეს დაზიანებულთა და დაღუპულთა რიცხვი 2030 წლისთვის, ეს დეკადა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ თეგეტას ეს კამპანია სამაგალითოა“- ეკა ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე.
"თეგეტა ჰოლდინგის" ახალი კამპანიის მიზანიც სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
"თითქოს ყველამ იცის, რომ აუცილებელია დაიცვა გარკვეული წესები და ნორმები, თუმცა, გზებზე მაინც სამწუხარო რეალობა გვაქვს. სწორედ ამიტომ, საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ კამპანიის მთავარი მიზანი ამ თემაზე დისკუსიის წამოწყება და ცნობიერების ამაღლებაა. ვცდილობთ, რომ რეალობა უკეთესობისკენ შევცვალოთ და ეს საზოგადოების ჩართულობით გავაკეთოთ. ვფიქრობთ, იმ დამატებითი 20 ნიშნით, რაც კამპანიის ფარგლებში შევქმენით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ მანკიერ ქცევებს და მოვუწოდებთ გახდნენ ძირეული ცვლილებების მონაწილეები", - ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
"თეგეტა ჰოლდინგის" მასშტაბური კამპანია მართვის კულტურის შესახებ მათი გრძელვადიანი გეგმის მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში ამ თემაზე სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას გეგმავენ.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება