საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის

საქართველო, თბილისი - 12:29 | 31.10.2025
ნანახია: 98

საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„განკარგულების თანახმად, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე