ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 29.07.2022
ნანახია: 346

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ დაბადების დღის წვეულებაზე, სადაც მკვლელობა მოხდა.

მკვლელობა გუშინ, 28 ივლისს მოხდა. მოკლულს, სავარაუდოდ, გულის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე