ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 20:26 | 28.07.2022
ნანახია: 291

ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღვოდა. შელაპარაკება წვეულებაზე მოხდა, სადაც ახალგაზრდები ერთ-ერთი თანატოლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

მკვლელობის ადგილას პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე