„მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ - აგულაშვილის შხვედრა სტუდენტებთან

საქართველო, თბილისი - 14:03 | 28.02.2016
ნანახია: 1663

„მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც, „ეკოჰაბში“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრას კერძო სექტორისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. გიგლა აგულაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქატიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალი ინიციატივა, მინისტრისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირთათვის შეხვედრის ორგანიზებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

„მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ პერიოდულად, ეკოჰაბში გაიმართება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე