ლადო სადღობელაშვილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 21:16 | 26.02.2016
ნანახია: 2716

ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებმა დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კომუნალური მომსახურეობის აღდგენას ითხოვდნენ.  

,,რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ თავისუფალი თაობის წევრები, რომლებმაც საბურავების დაწვა სცადეს, რის გამოც ლადო სადღობელაშვილი და აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი საღამოს 20:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციის გაგრძელებას გეგმავენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე