Euromoney-მ "გალტ & თაგარტი" საქართველოში 2022 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
საქართველო, თბილისი - 13:38 | 22.07.2022 ნანახია: 941
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney “გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2022 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
"Euromoney Awards for Excellence" ჯილდოს მოსაპოვებლად ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ მონაწილეობას, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვ.
გადაწყვეტილების მისაღებად, Euromoney-ს რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ბაზრის კვლევა აწარმოეს, რათა ის ფინანსური ინსტიტუტები შეერჩიათ, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ საუკეთესო სერვისების მიწოდებას ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში.
"მოხარული ვართ, რომ Euromoney-მ „გალტ & თაგარტი“ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. Euromoney-მ ეს აღიარება „გალტ & თაგარტს“ გასული წლის ფარგლებში დანერგილი სიახლეებისა და განხორციელებული პროექტების საფუძველზე მიანიჭა. მათ შორის, ისეთი ინიციატივების, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც EBRD-თან და EU-სთან ერთად ვახორციელებთ; ყველაზე მსხვილი M&A გარიგება უძრავი ქონების სექტორში; ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების 60%-ზე მეტის განთავსება;
საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილების შექმნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10,000-ზე მეტი ახალი ინვესტორი შეემატა - მათ უკვე მობილბანკიდან, სწრაფად და კომფორტულად შეუძლიათ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები გახდნენ, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს, იმისთვის რომ ქმნიან საქართველოში საუკეტესო საინვესტიციო ბანკს. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მმართველმა დირექტორმა.
ჯილდოს შესახებ:
Euromoney Awards for Excellence 1992 წელს დაარსდა და პირველი ჯილდოა გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს Euromoney-მ ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის აპლიკაციები მიიღო 50-ზე მეტი რეგიონული და 100 ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ბანკის ჯილდოს კატეგორიაში.
პოლიტიკა
- დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ტატა ხვედელიანი
- კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს - მარტა კოსი
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - BBC
- უკრაინა ევროკავშირისგან დაფინანსებას მიიღებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნგრეთი და სლოვაკეთი 90 მილიარდი ევროს სესხს კვლავ დაბლოკავენ - Pоlitico
- უკრაინას ახლა აქვს „კარტები“ და ამას ყველა ხვდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















