მოსახლეობას არ აინტერესებს ვინ არის შემსრულებელი - თბილისის მერია სიმკაცრეს იჩენს
საქართველო, თბილისი - 17:12 | 26.02.2016 ნანახია: 1950
მოსახლეობას არ აინტერესებს ვინ არის შემსრულებელი, მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა აღებული აქვს ქალაქის არჩეულ მერს და იმ გუნდს, რომელიც არის ქალაქის მერთან ერთად - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ განაცხადა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში იღებს.
„მოსახლეობას არ აინტერესებს ვინ არის შემსრულებელი, მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა აღებული აქვს ქალაქის არჩეულ მერს და იმ გუნდს, რომელიც არის ქალაქის მერთან ერთად. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრიდან წელს განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება სამუშაოების შესრულების ტემპთან დაკავშირებით. ზედამხედველობის სამსახური და სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში იმყოფებიან ადგილზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით მე, როგორც ქალაქის მერს, მაქვს ოპერატიული ინფორმაცია. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ ხიდზე, კონკრეტულ გზის მონაკვეთზე, სადაც მოულოდნელად ჩატარდა შემოწმება, რამდენი ადამიანი მუშაობს, როგორია ტემპი და ა.შ. ასევე მყისიერ რეაგირებას ვახდენთ მოქალაქეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც“, -განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიამ კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაცემულ საგარანტიო ვადების ცვლილებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარანტიო ვადა სამ წლამდე გაიზარდა.
„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, საგზაო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებითკონტრაქტებშიმხოლოდ ერთწლიანი გარანტია იდებოდა. თუ გზა გაფუჭდებოდა, ერთი წლის შემდეგ, ზიანიმუნიციპალიტეტს უნდა აენაზღაურებინა, უნდა დაექირავებინა ახალი კომპანია და მოეგვარებინა საკითხი. სახელშეკრულებოსაგარანტიო ვადაჩვენ გავზარდეთ სამ წლამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია ვალდებულია სამიწლის განმავლობაში მის მიერ შერულებულ საგზაო სამუშაოს შედეგად გაჩენილი დეფექტი აღმოფხვრას თავისი ხარჯებით. შესაბამისად, კარგი გაგებით,ჩვენ იძულებული გავხადეთ ეს კომპანიები უფრო ხარისხიანად შეასრულონ სამუშაოები, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ არ მოუწიოთ დამატებით ხარჯის გაწევა“,-აღნიშნა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიას თქმით, მერია განსაკუთრებულ აქცენტს სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე აკეთებს. მერმა აღნიშნა, რომ ხარისხიანად და ახლებური მიდგომით გაკეთდა წყნეთი-ბაგების დამაკავშირებელი გზა, თბილისის ზღვის გარშემო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი,თემქიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი პანდუსი და ა.შ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















