საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ვოლტი ახალ B2B სერვისს -Wolt Drive-ს ნერგავს
საქართველო, თბილისი - 11:17 | 13.07.2022 ნანახია: 646
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით Wolt-ი ონლაინ მაღაზიებისთვის ახალ B2B სერვისს - Wolt Drive-ს ნერგავს.Wolt Drive-ის მეშვეობით ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს ან ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე მყისიერად, ყოველგვარი ინტეგრაციის გარეშე, Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით.
Wolt Drive-ის პორტალის მეშვეობით უკვე ის მცირე მეწარმეებიც შეძლებენ საკუთარ მომხმარებელს სწრაფი მიტანის სერვისი შესთავაზონ, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ონლაინ პლატფორმა და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუქის საშუალებით ახორციელებენ. ეს მცირე ბიზნესს განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მომხმარებელს, ისე სავაჭრო ობიექტს დამატებით შესაძლებლობა აქვს: თვალყური ადევნოს შეკვეთის მიტანის პროცესს რეალურ დროში, სპეციალური ბმულის საშუალებით, რომლის გამოყენებისთვის არ არის საჭირო არც ვოლტის და არც რაიმე სხვა აპლიკაციის ჩამოტვირთვა. დამატებით, მეწარმეები შეძლებენ გამოიყენონ ვოლტის მხარდაჭერის სერვისი 24/7-ზე.
„სწრაფი და ეფექტიანი მიწოდების სერვისის შექმნა არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. ამიტომ, ონლაინ მაღაზიების უმეტესობა იძულებულია მომხმარებელს მიტანის საკმაოდ ხანგრძლივი დრო შესთავაზოს. იმავდროულად, კვლევები აჩვენებს, რომ ყოველი მეხუთე მომხმარებელი, რომელიც მზად იყო შენაძენი ონლაინ გაეკეთებინა, უარს შენაძენზე მიტანის ხანგრძლივი დროის გამო ამბობს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Wolt Drive - ვოლტის ახალი სერვისი ონლაინ ბიზნესებისთვის, რომელიც სავაჭრო ობიექტებს უსწრაფესი მიტანის სერვისის უზრუნველყოფას სთავაზობს. Wolt Drive ევროპის ქვეყნებში უკვე ფუნქციონირებს და ახლა ის საქართველოშიც ხელმისაწვდომია. პროცესი ძალიან მარტივია: სავაჭრო ობიექტი ტვირთავს შეკვეთის დეტალებს Wolt Drive-ის ვებ პორტალზე, რომლის ასაღებადაც მოდის ვოლტის პარტნიორი კურიერი და ამანათი მომხმარებლის კარამდე მიაქვს, და მთელ ამ პროცესს მხოლოდ 30 წუთი სჭირდება“,- ამბობს Wolt- ის რეგიონალური გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი.
„ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორს, Wolt-ს, რომელიც საშუალებას აძლევს ონლაინ ვაჭრობის ბიზნესს კონცეტრირდეს როგორც მომხმარებელსა და მის საჭიროებებზე, ასევე, საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ შეკვეთის მიტანასთან დაკავშირებული ყველა ლოჯისტიკური საკითხის მოგვარებას Wolt Drive საკუთარ თავზე იღებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive-ში ჩართული სავაჭრო ობიექტი იხდის მხოლოდ შესრულებული შეკვეთების შესაბამისად, რაც მცირე მეწარმეებისთვის დამატებითი სარგებელია. Wolt Drive-ის ვებ პორტალი ძალიან მარტივად გამოყენებადი და მობილურებისთვის ადაპტირებულია. რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტს შეუძლია ნახოს ყველა შესრულებული შეკვეთა, მიმდინარე შეკვეთების სტატუსი, მართოს ინვოისები და ა.შ. რაც მთავარია, მიტანის სერვისის შექმნა წამებშია შესაძლებელი და სავაჭრო ობიექტს მისი გამოყენების დაწყება მყისიერად შეუძლია. გვინდა წარმატება ვუსურვოთ Wolt-ს და გვჯერა, ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნიკოლოზ მითაიშვილმა.
დამატებითი ინფორმაცია Wolt Drive-ის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://wolt.com/ka/drive
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















