ჩიფსის მოყვარულებს პროსტატის კიბო ემუქრებათ

საქართველო, თბილისი - 16:22 | 29.09.2015
ნანახია: 2258

მამაკაცები, რომლებიც შემწვარ პროდუქტს კვირაში ორჯერ და მეტჯერ მოიხმარენ, პროსტატის კიბოთი ავადდებიან. მავნე პროდუქტების სიაში ონკოლოგებმა შეიტანეს შემწვარი ქათამი, ჩიფსი და კრემიანი ფუნთუშები.

კვლევის შედეგები The Prostate -მა გამოაქვეყნა. ამ კვლევის მიხედვით, მამაკაცები, რომლებიც შემწვარ პროდუქტს კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევენ, 37 პროცენტით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ისინი, ვინც ასეთ საკვებს თვეში ერთხელ იღებენ.

მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, რა მექანიზმით ზემოქმედებს შემწვარი ქათამი და ჩიფსი ორგანიზმზე, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი დამნაშავე ზეთია. ის მომზადების დროს ცხელდება იმ ტემპერატურამდე, რა დროსაც მასში კანცეროგენული ნაერთები წარმოიქმნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე