თბილისში კაცმა ცოლი მოკლა

საქართველო, თბილისი - 20:30 | 08.07.2022
ნანახია: 414

თბილისში, 58 წლის მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ჟონეთის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

წინასწარი ცნობით, დაზიანებები გარდაცვლილს ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. დანაშაულის იარაღია ჩაქუჩი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე