ამ წუთებში ალექსი პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება

საქართველო, თბილისი - 15:13 | 26.02.2016
ნანახია: 1604

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერს, ალექსი პეტრიაშვილს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. როგორც ექიმები აცხადებენ, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი დღეს დაჭრეს. მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი ორივე ფეხში, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა საბურთალოს პანთეონში მოხდა, როდესაც პეტრიაშვილი მეგობრებთან ერთად ლევან მიქელაძის საფლავზე იმყოფებოდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე