შსს-მ დიდ დიღომში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:21 | 26.02.2016
ნანახია: 1546

შსს-მ დიდ დიღომში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტომანქანების ზუსტ რაოდენობასa და დამატებით დეტალებს შსს მოგვიანებით გაავრცელებს.

ომ დიდი დიღმის მე-3 მ/რ 28 ავტომანქანის მფლობელს დილით საბურავები დაჭრილი დახვდა. დაზიანებულია მე-14-ე, მე-15-ე და მე-16-ე კორპუსებში მცხოვრებთა ავტომანქანები.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე